Midea-ს მიზანია, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს მარტივი და კომფორტული ცხოვრება. ამისთვის კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროდუქციის მთავარ ფუნქციებს და მათ სრულყოფას.
ჩვენ ვქმნით „უბრალოდ იდეალურ“ გამოცდილებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რას ნიშნავს „უბრალოდ იდეალური“?
„უბრალოდ იდეალური“ არის სახლის იდეალური გამოცდილება – მარტივი, კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელიც მთელ მსოფლიოში ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
ვინ ვართ ჩვენ?
1968 წლიდან Midea ქმნის პროდუქტებს, რომლებიც სახლს უფრო კომფორტულს, ფუნქციურს და თანამედროვე ცხოვრებისთვის მორგებულს ხდის და ამ გზაზე მსოფლიოს მილიონობით ოჯახთან ერთად დგას.
ნახევარ საუკუნეზე მეტია, Midea ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და სახლის თითოეულ კუთხეში შექმნილ სითბოს, ურთიერთობას, ზრუნვასა და ბედნიერ მომენტებს იზიარებს.
ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვიდან დაწყებული, ხარისხის, ინოვაციისა და ხელმისაწვდომი ფასის დაბალანსებულ გადაწყვეტილებებამდე, Midea მუდმივად ავითარებს იდეალური სახლის ხედვას.
ჩვენი მიზანი ყოველთვის მარტივი იყო – ვიყოთ თქვენს გვერდით, გავხადოთ ყოველი დღე უფრო კომფორტული და თქვენი სახლი ვაქციოთ ადგილად, სადაც ცხოვრება უბრალოდ იდეალურია.
Core Values
ძირითადი ღირებულებები
ოპტიმალური ძირითადი ფუნქციონალი
მთავარი აქცენტი ხარისხსა და ეფექტურობაზე – ყველა ძირითადი ფუნქცია უმაღლეს დონეზე შესრულებული.
გააზრებული დიზაინი
მოსახერხებელი და მარტივი დიზაინი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
სანდო ხარისხი
სტაბილურობა, რომელიც დროთა განმავლობაში აყალიბებს ნდობას.
ჭკვიანური ღირებულება
მნიშვნელოვანი ინოვაციები და რეალური სარგებელი გონივრულ ფასად – მეტი შესაძლებლობა ნაკლებ ფასად.
ეკო-ცნობიერება
პასუხისმგებლიანი არჩევანი, რომელიც რეალურად აუმჯობესებს ცხოვრებას.
ბრენდის ისტორია
პატარა დასაწყისიდან
1968 წელს, ჩინეთის პატარა ქალაქ შუნდეში, Midea-ს ისტორია მოკრძალებულ სახელოსნოში დაიწყო. კომპანია 23-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა დააარსა, მათ შორის ჰე სიანძიანმა, საწყისი კაპიტალით კი მხოლოდ 5 000 იუანი იყო.
Midea
1985 წლიდან Midea კონდიციონერების წარმოების მიმართულებით განვითარდა და ეტაპობრივად გააფართოვა საქმიანობა. კომპანია ერთი პროდუქტის მწარმოებლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო სპექტრის მქონე ბრენდად ჩამოყალიბდა.
Midea
სახელი Midea ინგლისურ „My Dear“-ს ჰგავს ჟღერადობით და გამოხატავს ბრენდის მომხმარებელზე ორიენტირებულ, მეგობრულ დამოკიდებულებას.
ჩინურ ენაში „Midea“-ს წარმოთქმა სილამაზესა და ესთეტიკასთან ასოცირდება, რაც ბრენდის ხედვას – ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას – გამოხატავს.
Midea-ს პირველანდელი მისწრაფება უცვლელი რჩება.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში გლობალურ ლიდერობამდე
Midea გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბდა და დღეს 200-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით მომხმარებელს სმარტ სახლის ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს სთავაზობს.
Midea News
მომხმარებლისთვის მარტივი, ენერგოეფექტური და ჭკვიანი გადაწყვეტილებების შექმნაზე ორიენტირებით, Midea-მ მსოფლიოში ხარისხისა და საიმედოობის მქონე ბრენდის რეპუტაცია მოიპოვა და მომხმარებლების ნდობა დაიმსახურა.
1
საერთაშორისო ასპარეზზე Midea აქტიურად აგრძელებს საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის წარმოჩენას.
Choose another country or region to see content specific to your location and shop online.