Terms of Use | Midea Georgia

History
ქვეყანა/რეგიონი
alt საქართველო
ენა
ქართული
გაუქმება ენა დადასტუშება
გამოყენების პირობები

ეს შეთანხმება შეიცავს MIDEA GROUP-ის ინტერნეტსაიტის გამოყენების პირობებსა და დებულებებს. როგორც ამ შეთანხმებაშია გამოყენებული:

(I) "ჩვენ", "ჩვენს" ან "ჩვენი" აღნიშნავს MIDEA GROUP-ს; 

(II) "თქვენ" ან "თქვენი" აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იყენებს ინტერნეტსაიტს; 

(III) "ინტერნეტსაიტი" გულისხმობს  ყველა ხილვად გვერდს (მათ შორის გვერდის სათაურებს, ინდივიდუალურ გრაფიკებს, ღილაკების სიმბოლოებს, ბმულებსა და ტექსტს), ძირითად პროგრამულ კოდს და ამ საიტის თანმხლებ სერვისებსა და დოკუმენტაციას; 

და (IV) "პარტნიორი" აღნიშნავს მესამე მხარეს, რომელთანაც MIDEA GROUP-მა შექმნა ამ ინტერნეტსაიტის ვერსია, ან რომელსაც MIDEA GROUP-მა ნება დართო დააკავშიროს ბმული ამ ინტერნეტსაიტთან, ან რომელთანაც MIDEA GROUP-ს აქვს ერთობლივი მარკეტინგული ურთიერთობა.

ამ ინტერნეტსაიტზე წვდომით, მისი დათვალიერებით და/ან გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და დათანხმდით ამ პირობებებს, შეზღუდვებსა და დებულებებს, ემორჩილებით ყველა შესაბამის კანონსა და რეგულაციას. თუ არ ეთანხმებით, არ გამოიყენოთ ინტერნეტსაიტი

 

1.გამოყენების ლიცენზია

ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ, არამონოპოლიურ, არაგაზიარებად, გაუქმებად ლიცენზიას, რათა გამოიყენოთ ინტერნეტსაიტი მხოლოდ მისი დათვალიერებისა და პროდუქტების მოთხოვნის მიზნით, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი კომპანიისთვის. როგორც ინტერნეტსაიტის ლიცენზიის მფლობელს, თქვენ არ გაქვთ უფლება იქირაოთ, გადასცეთ, უზრუნველყოფის სახით დატვირთოთ ან სხვა გზით გაასხვისოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოიპოვეთ ამ ინტერნეტსაიტის გამოყენებისას.

 

2.გარანტიის არარსებობა/პასუხისმგებლობის უარყოფა

MIDEA GROUP და მისი პარტნიორები არ იძლევიან გარანტიას, რომ ინტერნეტსაიტზე წვდომა ან მისი გამოყენება იქნება უწყვეტი, რომ შეტყობინებები ან მოთხოვნები დროულად და შეუფერხებლად იქნება მიწოდებული, ან რომ ინტერნეტსაიტის მუშაობა იქნება უშეცდომო.

MIDEA GROUP-ის ინტერნეტსაიტი და მასზე განთავსებული შინაარსი მოწოდებულია „როგორც არის“ პრინციპით და MIDEA GROUP და მისი პარტნიორები არ იძლევიან არანაირ განცხადებას ან გარანტიას ამ საიტის, მისი შინაარსის ან ნებისმიერი პროდუქტის შესახებ. MIDEA GROUP და მისი პარტნიორები ამით პირდაპირ უარყოფენ ყველა გარანტიას, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, რომელიც ეხება კომერციულ სარგებლიანობას, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის  ან უფლებების დარღვევის არარსებობას.  MIDEA GROUP-ისა და მისი პარტნიორების მიერ გაკეთებული ეს უარყოფა არანაირად არ მოქმედებს მწარმოებლის მიერ გაცემულ გარანტიაზე (თუ ასეთი არსებობს), რომელიც სრულად გადმოგეცემათ თქვენ.

MIDEA GROUP, მისი პარტნიორები, მისი მომწოდებლები და გადამყიდველები არ არიან პასუხისმგებლები რაიმე სახის პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით ან შედეგად გამოწვეულ ზიანზე, (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, შემოსავლის დაკარგვით, მოგების დაკარგვით, ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტით, ინფორმაციის ან მონაცემების დაკარგვით, კომპიუტერული სისტემის მუშაობის შეფერხებით და მსგავსით). ასევე არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემცვლელი საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რომლებიც წარმოიშობა პროდუქციის გამოყენებისას, ამ ინტერნეტსაიტის გამოყენების შედეგად ან მისი გამოყენების შეუძლებლობის გამო, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა MIDEA GROUP და/ან მისი პარტნიორები წინასწარ გაფრთხილებულნი ასეთი ზიანის შესაძლო მიღების შესახებ, ან ნებისმიერი მესამე მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამო. MIDEA GROUP და მისი პარტნიორები არ იძლევიან გარანტიას და არ ამტკიცებენ, რომ ამ ინტერნეტსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი, სრული ან განახლებული. წინამდებარე შეზღუდვები ძალაში რჩება ამ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც.

 

3.ანგარიშის დეტალები და გაუქმება

თქვენ სრულად აგებთ პასუხს თქვენი ანგარიშის  გამოყენებაზე, აგრეთვე თქვენი პაროლისა და ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე. ჩვენ არ გირჩევთ თქვენი პაროლისა და ანგარიშის ნომრის სხვებისთვის გაზიარებას, ნებისმიერი ასეთი გაზიარება სრულად თქვენი პასუხისმგებლობა და რისკია. შესაბამისად, გირჩევთ შეარჩიოთ უნიკალური, რთულად მისახვედრი პაროლი და რეგულარულად შეცვალოთ იგი.

თქვენ გაქვთ უფლება, შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში და შესაბამის სერვისებზე წვდომა MIDEA GROUP-ისთვის ანგარიშის შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენით. თქვენ ეთანხმებით, რომ MIDEA GROUP-ს აქვს უფლება წინასწარი შეტყობინების გარეშე დაუყოვნებლივ გააუქმოს ან შეაჩეროს თქვენი ანგარიში, ან შეზღუდოს თქვენი წვდომა შესაბამის სერვისებზე. თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა ასეთი შეწყვეტა განხორციელდება მხოლოდ ჩვენი დისკრეციით და რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი თქვენ ან მესამე პირის წინაშე თქვენი ანგარიშის შეწყვეტის ან შესაბამის სერვისებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

 

4.სათაური

ინტერნეტსაიტზე არსებული ყველა სათაური, საკუთრების უფლება და ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის MIDEA GROUP-ს, მის პარტნიორებს და/ან მის მომწოდებლებს. აღნიშნული ინტერნეტსაიტი დაცულია საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით, და თქვენ არ გაქვთ უფლება წაშალოთ ან შეცვალოთ ინტერნეტსაიტზე განთავსებული საკუთრების შესახებ ნებისმიერი შეტყობინება ან იარლიყი.

ინტერნეტსაიტის გამოყენებით თქვენზე არ გადმოდის ინტელექტუალური საკუთრების არცერთი უფლება.

 

5.განახლებები

MIDEA GROUP და მისი პარტნიორები ინარჩუნებენ უფლებას, თავიანთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განაახლონ ან გააუმჯობესონ ინტერნეტგვერდი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, ფუნქციონალობის, მომხმარებლის ინტერფეისის, პროცედურების, დოკუმენტაციის ან ამ შეთანხმების ნებისმიერი პირობის ცვლილებით.

MIDEA GROUP აგრეთვე ინარჩუნებს უფლებას, თავიანთი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეცვალოს, დაამატოს, განაახლოს ან მოაშოროს ნებისმიერი ნაწილი ამ შეთანხმების პირობებისა და ინტერნეტგვერდის პოლიტიკისა თუ სახელმძღვანელოების, მათი ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებით.

თქვენი პასუხისმგებლობაა, პერიოდულად შეამოწმოთ ეს პირობები ცვლილებებისთვის. თუ ნებისმიერი განახლება, გაუმჯობესება ან ცვლილება თქვენთვის მიუღებელია, ერთადერთი გზა არის ინტერნეტგვერდის გამოყენების შეწყვეტა. ინტერნეტგვერდის გამოყენების გაგრძელება ნებისმიერი ცვლილების ან ახალი შეთანხმების გამოქვეყნების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.

 

6.ცვლილებების შეტანის აკრძალვა

ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში აკრძალულია ინტერნეტსაიტის ნებისმიერი ფორმით შეცვლა, თარგმნა, ხელახალი კომპილაცია, დაშლა (disassembly), ხელახალი ინჟინერია (reverse engineering) ან სხვა ნებისმიერი მცდელობა, რომლის მიზანიც არის ინტერნეტსაიტის მუშაობის საწყისი კოდის მიღება, აგრეთვე MIDEA GROUP-ის წარმოებული ნამუშევრის შექმნა ინტერნეტსაიტის ან მისი რომელიმე ნაწილის საფუძველზე.

ამ შეთანხმების მიზნებისთვის, „ხელახალი ინჟინერია (reverse engineering)“ ნიშნავს ინტერნეტსაიტის პროგრამულ შესწავლას ან ანალიზს მისი საწყისი კოდის, სტრუქტურის, ორგანიზაციის, შიდა დიზაინის, ალგორითმების ან დაშიფვრის მექანიზმების განსასაზღვრად.

 

7. ქუქი ფაილები 

როდესაც იყენებთ ინტერნეტსაიტს და შედიხართ მასზე, ჩვენ შეიძლება დავამატოთ რამდენიმე ქუქი ფაილი (cookies) თქვენს ვებ-ბრაუზერში. MIDEA GROUP იყენებს ქუქი ფაილებს, სხვა საკითხებთან ერთად, ინტერნეტსაიტის გარკვეული ფუნქციების გასააქტიურებლად, ანალიტიკური მონაცემების მისაწოდებლად, თქვენი პარამეტრების შესანახად და რეკლამების გასააქტიურებლად.

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ, ან არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენი ვებ-ბრაუზერის საშუალებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ წაშლით, ან არ დაეთანხმებით ქუქი ფაილების მიღებას, შესაძლოა ვერ შეძლოთ სრულად გამოიყენოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფუნქციები, ვერ შეძლოთ თქვენი პარამეტრების შენახვა ან ზოგიერთი ვებგვერდი არ გამოჩნდეს გამართულად.

8. სხვა პასუხისმგებლობის შეზღუდვები

 

MIDEA GROUP და მისი პარტნიორები არ აგებენ პასუხს ამ შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებების შესრულების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია ხანძრით, აფეთქებით, შრომითი დავით, მიწისძვრით, უბედური შემთხვევით, სატრანსპორტო საშუალებებისა და/ან მომსახურებების არარსებობით ან შეფერხებით, სატელეკომუნიკაციო სისტემების და/ან მომსახურებების, მათ შორის ინტერნეტის შეფერხებით, ეპიდემიით, წყალდიდობით, გვალვით, ომით, რევოლუციით, სამოქალაქო არეულობით, ბლოკადით ან ემბარგოთი, ფორს-მაჟორული გარემოებებით (act of God), აუცილებელი ლიცენზიის, ნებართვის ან ავტორიზაციის მიღების შეუძლებლობით, მოქმედი კანონმდებლობის, დადგენილების, რეგულაციის ან სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნების საფუძველზე, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც სცილდება MIDEA GROUP-ისა და მისი პარტნიორების გონივრულ კონტროლს.

ინტერნეტსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ მესამე მხარის ვებგვერდებზე, რომლებზეც თქვენ გადადიხართ. მესამე მხარის ვებგვერდების გამოყენების პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობა და მათზე თანხმობა თქვენი პასუხისმგებლობაა. აღნიშნული ბმულები წარმოდგენილია მხოლოდ ინფორმაციული ან მოხერხებულობის მიზნით და არ წარმოადგენს MIDEA GROUP-ის მხრიდან მესამე მხარის ვებგვერდების შინაარსის მხარდაჭერას ან რეკომენდაციას.

წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ამ ლიცენზიასთან დაკავშირებულ სრულ შეთანხმებას და მისი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

თუ ამ შეთანხმების რომელიმე დებულება არ შესრულდება, იგი გადაიხედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რაც აუცილებელია მისი აღსრულებისთვის.

თქვენ ადასტურებთ და გარანტიას იძლევით, რომ როგორც პირი, რომელიც ელექტრონულად ეთანხმება წინამდებარე შეთანხმების პირობებს, უფლებამოსილი ხართ დაეთანხმოთ მას როგორც საკუთარი სახელით, ასევე იმ ორგანიზაციის სახელით, რომელსაც წარმოადგენთ.



9. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

 

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმებასთან, გადაეცემა ჩინეთის საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო საარბიტრაჟო კომისიას (CIETAC) საარბიტრაჟო განხილვისთვის, რომელიც ჩატარდება CIETAC-ის მოქმედი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ადგილი არის პეკინი.

წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობით.

 

  • მომხმარებელთა მხარდაჭერა
    Midea GE მომხმარებელთა მხარდაჭერა Midea GE მომხმარებელთა მხარდაჭერა
    მომხმარებელთა მხარდაჭერა
    გაქვთ კითხვები Midea-ს პროდუქტის შესახებ? მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი მზად არის დახმარებისთვის დახმარება