Erling Haaland Becomes Midea Brand Ambassador | Midea

History
ქვეყანა/რეგიონი
alt საქართველო
ენა
ქართული
გაუქმება ენა დადასტუშება
哈兰德个人海报1920x500
ერლინგ ჰალანდი Midea-ს ბრენდის ელჩი გახდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ერლინგ ჰალანდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გიგანტის, Midea-ს  ბრენდის ოფიციალურ ამბასადორად გამოცხადდა.

 

ახალი ხელშეკრულება Midea-სა და Manchester City-ს შორის 2020 წლის იანვარში დაწყებული ოფიციალური პარტნიორობის გაგრძელებას წარმოადგენს.

2023/08/22

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა და უმსხვილესმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Midea-მ დღეს „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი თავის ოფიციალური გლობალური ბრენდის ამბასადორად გამოაცხადა.

დღევანდელი განცხადება Midea-სა და მანჩესტერ სიტის წარმატებული პარტნიორობის  გაგრძელებაა, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიწყო და  მიმდინარე წლის მაისში განახლდა. ამ პარტნიორობამ მილიონობით გულშემატკივრის გული მოიგო.

Midea-მ და Manchester City-მ დღეს ახალი ვიდეოკამპანია წარადგინეს, რომელიც ბრენდის იდეას - „იგრძენით თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში“, თანამედროვე, ემოციური ისტორიით გადმოსცემს. ვიდეორგოლში ერლინგ ჰალანდი Midea-ს ტექნიკით მშვიდ და კომფორტულ ოჯახურ გარემოში სარგებლობს, სადაც ის ენერგიის აღდგენასა და ბალანსის შენარჩუნებას ახერხებს, რათა მოედანზე ახალი გამოწვევებისთვის მზად იყოს.

სანახავად დააჭირეთ აქ

წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი Midea მომავალ სეზონებშიც გააგრძელებს თანამშრომლობას Manchester City-სთან, მრავალგზის ტიტულოვან კლუბთან და ტრიპლეტის გამარჯვებულთან. პარტნიორობა ერლინგ ჰალანდის გულშემატკივრებსა და მსოფლიო ფეხბურთის აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან კონტენტ კამპანიებს, ექსკლუზიურ საჩუქრებსა და სხვადასხვა ციფრულ აქტივობას, რაც Midea-სა და გულშემატკივრებს შორის კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ფეხბურთელმა განაცხადა: „Midea Manchester City-ს ამაყი პარტნიორია და კლუბში ასპარეზობის პერიოდში სიამოვნებით ვმონაწილეობდი მათ კამპანიებში. Etihad Stadium-ზე ხშირად ვხედავდი Midea-ს ლოგოს და ვეცნობოდი ბრენდის მასშტაბსა და ამბიციებს. მოხარული ვარ, რომ დღეს Midea-ს გლობალური ბრენდის ამბასადორი გავხდი. რამდენიმე კვირის წინ გადაღებული პირველი ვიდეორგოლი ნამდვილად სახალისო გამოცდილება იყო და მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალ თანამშრომლობას.“

Midea Group-ის ჭკვიანი სახლის ბიზნესის პრეზიდენტმა, ერიკ ვანგმა, განაცხადა: „ერლინგ ჰაალანდი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია - მოთამაშე, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს. ის გამოირჩევა როგორც პროფესიონალიზმითა და თავდადებით, ისე თავმდაბლობითა და ძლიერი ხასიათით. მისი სწრაფვა განვითარებისა და საუკეთესო შედეგებისკენ Midea-ს ღირებულებებსა და ინოვაციურ ხედვას ეხმიანება. მოხარული ვართ, რომ დღეს მასთან პარტნიორობას ვიწყებთ.“

დასასრული