Midea Showcases 'Master Your Home' at IFA 2025 | Midea

History
ქვეყანა/რეგიონი
alt საქართველო
ენა
ქართული
გაუქმება ენა დადასტუშება
Midea IFA 2025-ზე ტრანსფორმაციული ინოვაციებით წარადგენს „დაეუფლეთ თქვენს სახლს“
2025/09/05

ბერლინი, გერმანია | 2025/09/05

Midea-მ, რომელიც Midea Group-ის წევრი და Fortune Global 500-ის 2025 წლის რეიტინგში შემავალი კომპანიაა, IFA 2025-ის საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი ახალი კონცეფცია „Master Your Home“ წარადგინა.

 გამოფენის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ინოვაციები წარმოადგინა, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება, საკუთარი სახლი უფრო კომფორტული, ენერგოეფექტური და თანამედროვე გახადონ.

დღეს Midea მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და  ყოველდღიურ ცხოვრებას  უფრო ჭკვიანს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.


IFA 2025-ზე Midea სტუმრებს სთავაზობდა შესაძლებლობას, საკუთარი სახლის მართვის სრულიად ახალ გამოცდილებას ხუთი ძირითადი მიმართულების მეშვეობით გაცნობოდნენ:

  • SPACE MASTER
  • XPRESS MASTER
  • SMART MASTER
  • ECOMASTER
  • Built-In Kitchen Series

მომხმარებლების საჭიროებებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული დიზაინითა და ფუნქციური გადაწყვეტილებებით, Midea-ს კონდიცირების, სამზარეულოსა და დასუფთავების ტექნიკა ენერგოეფექტურობას, სივრცის ოპტიმალურ გამოყენებასა და ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს. ამავდროულად, თანამედროვე დიზაინით ის სახლს გამორჩეულ ხასიათსა და ინდივიდუალურ სტილს სძენს.

Midea Innovations by Suite თქვენი სივრცის თანამედროვე ტრანსფორმაციისთვის.

თანამედროვე სახლის კონცეფცია ეფუძნება სივრცის ფუნქციურ გამოყენებას, მოწესრიგებული გარემოს შექმნასა და ენერგიის ეფექტიან დაზოგვას. სამზარეულოსა და სარეცხი ტექნიკის ინოვაციური გადაწყვეტილებები შექმნილია ისე, რომ მინიმალური სივრცის გამოყენებით მაქსიმალური ეფექტურობა და კომფორტი უზრუნველყოს.


IFA-ს პავილიონში გამოფენილი  Midea-ის SPACE MASTER სერიის ტექნიკა ამ ფილოსოფიას პასუხობს.

ინოვაციებს შორის SPACE MASTER-ის მაცივარი ტევადობის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

Midea-ის MegaMax ტექნოლოგიით შექმნილი მაცივარი ინდუსტრიის წამყვან ტევადობას — 443 ლიტრიან საცავს გთავაზობთ, რომლის ეფექტური მოცულობა აღემატება Midea-ის წინა მოდელების საერთო გამოყენებად სივრცეს: 336 ლიტრიანი Combi მაცივარი, 66 ლიტრიანი მინი მაცივარი და 31 ლიტრიანი საყინულე ერთად.

მხოლოდ საყინულე განყოფილების ტევადობა 130 ლიტრს შეადგენს, ხოლო ბოსტნეულის და ხილის განყოფილება სტანდარტულ ზომებთან შედარებით 47%-ით უფრო დიდია. გარდა ამისა, მისი Infinite Shelf და Infinite Door Bin სისტემები ყველაფრის ორგანიზებულად შენახვის საშუალებას იძლევა, მაღალი ბოთლებიდან დაწყებული დიდი, მაგრამ დელიკატური ტკბილეულით დამთავრებული.

სივრცის ეფექტურად გამოყენების იგივე პრინციპი ვრცელდება Air Fryer Oven-ზეც, რომელიც მომზადების ცხრა რეჟიმს აერთიანებს და ოჯახს მრავალფეროვანი კერძების მარტივად მომზადების შესაძლებლობას აძლევს. 90%-მდე ნაკლები ცხიმის გამოყენებით მომზადების რეჟიმი კი საშუალებას გაძლევთ, საყვარელი კერძები უფრო მსუბუქი და ჯანსაღი ფორმით მიირთვათ.


სივრცის ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია, თუმცა თანამედროვე სახლში დროის ოპტიმიზაციაც გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჭკვიანი სამზარეულოს კონცეფციაში Midea-ს XPRESS MASTER-ი ყოველდღიურ კულინარიას უფრო სწრაფ, მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ინოვაციური ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ, სამზარეულოს პროცესები თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების რიტმს მოარგოთ.


XPRESSYNC ტექნოლოგიით აღჭურვილი ორზონიანი აეროგრილი გამოირჩევა ინოვაციური ვერტიკალური დიზაინით, რომელიც აერთიანებს აერო გრილისა და მინი ღუმელის ფუნქციებს. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოამზადოთ ორი განსხვავებული კერძი მათი გემოების შერევის გარეშე.

Dual-Zone Air Fryer-ის ინოვაციებს ავსებს Built-In Steak Oven, რომელიც პრემიუმ ხარისხის მეტალის ლანგრითა და მძლავრი გაცხელების სისტემით სახლის პირობებში რესტორნის დონის სტეიკის მომზადების შესაძლებლობას იძლევა.

ეს და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებები – სამზარეულოს ტექნიკა, წნევის ქვაბები და კომპაქტური ღუმელები – უზრუნველყოფს მომზადების დროის ზუსტ კონტროლს, ხოლო სამზარეულოში მუშაობას უფრო მშვიდ და კომფორტულ გამოცდილებად აქცევს. ისინი სრულად ერგება მომხმარებლის დატვირთულ ყოველდღიურ რიტმს და ჯანსაღი და სრულფასოვანი კერძების მარტივად მომზადებაში ეხმარება.


SMART MASTER სექციაში სტუმრებს დახვდებათ ტექნიკა, რომელშიც მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებია ინტეგრირებული.

Midea-ს ტექნიკის მთელ ხაზში ინტეგრირებულია ჭკვიანი ტექნოლოგიების ერთიანი სისტემა. SMART MASTER-ის ინტელექტი აანალიზებს მომხმარებლის საჭიროებებს, ერგება მის ჩვევებს და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს.


ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიების გამოყენებით, SMART MASTER ტექნიკას მომხმარებლის ჩვევების შესწავლისა და საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, კონდიციონერები ამოიცნობენ კონტექსტურ ხმოვან ბრძანებებს, ხოლო ღუმელები მომზადების პროცესს პროგნოზირებადი რეჟიმებით მართავენ. შედეგად, SMART MASTER ტექნოლოგია სრულიად ახალ დონეზე აჰყავს მომხმარებლისა და ტექნიკის ურთიერთქმედება და ქმნის ინტუიციურ, ჭკვიან გამოცდილებას.

Midea-ს ECOMASTER ჭკვიანი მიდგომის თვალსაჩინო მაგალითი: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ენერგოოპტიმიზაციის ტექნოლოგიით ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობის რეჟიმებსა და ენერგიის მოხმარებას ეფექტურად მართავს, რაც ენერგომოხმარების 30%-მდე შემცირებას უზრუნველყოფს.

Midea-ს ჩაშენებული სამზარეულოს სერია ფუნქციურობისა და ესთეტიკის ბალანსის ნათელი მაგალითია. ინტერიერში ტექნიკის გააზრებული ინტეგრაციის კონცეფცია ქმნის სისუფთავისა და ვიზუალური უწყვეტობის ეფექტს, რაც სამზარეულოს უფრო მოწესრიგებულ, მინიმალისტურ და მაქსიმალურად ფუნქციურ სივრცედ აქცევს.

სამი განსხვავებული სერია – Essenza, Ispira და Eleva  მილანურ შარმსა და თანამედროვე ფუნქციურობას აერთიანებს. Essenza სერია სიმარტივესა და პრაქტიკულობაზეა ორიენტირებული, რაც საიმედო მუშაობას უზრუნველყოფს. Ispira სერია აერთიანებს XPRESS MASTER-ის ტექნოლოგიას და უზრუნველყოფს მომზადების პროცესის უფრო ზუსტ კონტროლს, რათა შენარჩუნდეს კერძის სასურველი ფერი, ტექსტურა და არომატი. Eleva სერია კი პრემიუმ ფუნქციებით არის აღჭურვილი და მაღალი სეგმენტის მომხმარებელთა მოთხოვნებს პასუხობს.

TEKA და Küppersbusch ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკის კიდევ ორი პრემიუმ ბრენდია, რომლებიც ლუქს სეგმენტის მომხმარებლებისთვის არის შექმნილი. მათ კოლექციებში შედის TEKA-ს Van Gogh Museum, Infinity G1 და Neo Series, ასევე Küppersbusch-ის Graphite და Matt Black Series.

Midea-ს ინოვაციები ქმნის სრულყოფილ საცხოვრებელ გამოცდილებას, სადაც ტექნოლოგია, დიზაინი და ყოველდღიური კომფორტი ერთიანდება.

Midea-ს ინოვაციებითა და ინდივიდუალურ სივრცეზე მორგებული ტექნიკით სახლი ტრანსფორმირდება და თანამედროვე, კომფორტულ გარემოდ იქცევა.

Midea წარადგენს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს ეხმიანება. CHILL MASTER მაცივარი აღჭურვილია One Touch AutoFill დისპენსერით, რომელიც წყალს ყინულის კუბებად ან სხვადასხვა ფორმის ყინულად ავტომატურად გარდაქმნის, მომხმარებლის დამატებითი ჩარევის გარეშე.

მაცივრის რეგულირებადი თაროები და კალათები მარტივად ტრანსფორმირდება, ხოლო მაღალი ტევადობა ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებსა და საკვების შენახვის მრავალფეროვან მოთხოვნებს ერგება.

კომფორტი Omni-Station-ით ახალ დონეზე გადადის, რომელიც სამზარეულოსა და მისაღებ სივრცეს ერთიან, ჰარმონიულ გარემოდ აერთიანებს. მისი თხელი hood-in-hob დიზაინი ქმნის სივრცეს, სადაც კერძის მომზადება, მუშაობა და სტუმრების მიღება ერთიან, სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა, ხოლო სამზარეულო სოციალიზაციის კომფორტულ ადგილად გარდაიქმნება.

Flow-In Hob 3.0 აერთიანებს მძლავრ ინდუქციურ მომზადების ტექნოლოგიასა და თითქმის უხმო ვენტილაციის სისტემას. ულტრა-თხელი პროფილი კარადის შიდა სივრცეს 24%-მდე ზრდის, რაც სამზარეულოს უფრო ღია, მსუბუქ და კომფორტულ გარემოდ აქცევს.

One Oven განსაკუთრებით მოქნილი გადაწყვეტაა. ის აერთიანებს აეროგრილის, მიკროტალღური, ორთქლისა და კლასიკური ღუმლის ფუნქციებს ერთ მრავალფუნქციურ, სივრცის დამზოგავ მოწყობილობაში, რომელიც კულინარიულ საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს.

ტიტანის ჭურჭლის სარეცხი მანქანა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს ყოველდღიურობაში: 16 კომპლექტზე გათვლილი ტევადობით ის სხვადასხვა ტიპის ჭურჭელს ერთი ციკლით ეფექტურად ასუფთავებს.

სამზარეულოს ფარგლებს მიღმა, Midea კომფორტსა და ენერგოეფექტურობას მისაღებ სივრცეშიც ავრცელებს Raynor ჰაერი-ჰაერი ტიპის თბოტუმბოს საშუალებით. ევროპული კვლევების საფუძველზე შექმნილი ეს სისტემა სპეციალურადაა დაპროექტებული, რათა გაუძლოს მკაცრ სკანდინავიურ ზამთარს.

 

Raynor უზრუნველყოფს 8 კვტ-მდე გათბობის მაქსიმალურ სიმძლავრეს და სტაბილურად მუშაობს -40°C-მდე ტემპერატურაზე. მისი ჯილდოებით აღიარებული დიზაინი, რომელიც ნორდიკულ ესთეტიკას ეხმიანება, იდეალურად აერთიანებს სტილსა და მაღალ წარმადობას.

Midea-ს 28-დიუმიანი თბოტუმბოიანი სარეცხი-საშრობი ტანსაცმლის მოვლას ამარტივებს და შექმნილია დატვირული ოჯახებისთვის, რომლებსაც კვირის განმავლობაში დიდი რაოდენობით სარეცხი უგროვდებათ.

გაუმჯობესებული თბოტუმბოიანი საშრობი ტრადიციულ კონდენსატორულ სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგილი სივრცის წყალობით ყოველდღიურ რუტინას უფრო მარტივს ხდის. გაფართოებული ბარაბანი კი, სტანდარტულ მოდელებთან შედარებით, უზრუნველყოფს მეტ ტევადობას და დიდი მოცულობის სარეცხის ეფექტურ დამუშავებას.

სახლის სისუფთავეზე ზრუნვისთვის Midea წარმოგიდგენთ AT6 Ultra Wet-Dry ხელის მტვერსასრუტს, რომელიც ყოველდღიურ დასუფთავებას უფრო სწრაფ და მარტივ პროცესად აქცევს. მოწყობილობა აერთიანებს მაღალ წარმადობას, ერგონომიულ დიზაინსა და ეფექტურ წმენდას, რათა სხვადასხვა ტიპის ზედაპირის მოვლა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

24,000 Pa-ის შეწოვის სიმძლავრე ეფექტურად აშორებს მტვერსა და ჭუჭყს, ხოლო სამმხრივი კიდის ჯაგრისი და დაბალპროფილიანი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, მარტივად გაიწმინდოს ავეჯის ქვეშ და სხვა რთულად მისადგომ ადგილებში.

მოწყობილობა აღჭურვილია თვითწმენდის სისტემით, რომელიც მოიცავს ცხელი წყლით რეცხვას, ცხელი ჰაერით გაშრობასა და დეზოდორაციას. შედეგად, ყოველი გამოყენების შემდეგ ჯაგრისი სუფთავდება, შრება და მზად არის მომდევნო დასუფთავებისთვის, რაც ჰიგიენურობასა და მოწყობილობის ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

AT6 Ultra Wet-Dry შეუფერხებლად მუშაობს ხის იატაკზე, ფილაზე, ქვაზე, ხალიჩასა და სხვა ტიპის ზედაპირებზე, რაც ერთი მოწყობილობით მთელი სახლის ეფექტურად და ხარისხიანად დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა.

Midea ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი ცხოვრების კომფორტისთვის

Midea-ს კოლექციას ავსებს Midea ჯგუფის სხვა ბრენდები.

პრემიუმ საცხოვრებელი სივრცის კონცეფციას Midea Group-ის პორტფოლიოში განსაკუთრებულად წარმოაჩენს საუკუნოვანი გერმანული ბრენდი Küppersbusch. გამორჩეული დიზაინით, უმაღლესი ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით მისი ჩაშენებული სამზარეულოს ტექნიკა ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს, რის გამოც მას ხშირად დიზაინისა და ინჟინერიის ნამდვილ ნიმუშად მიიჩნევენ.

ევროპულმა ბრენდმა TEKA-მ გამოფენაზე Van Gogh Series წარადგინა – სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის კოლექცია, რომელიც გამორჩეული დიზაინითა და პრემიუმ ხარისხით გამოირჩევა. კოლექცია აერთიანებს მხატვრულ ესთეტიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რითაც თანამედროვე ინტერიერს ელეგანტურობასა და დახვეწილობას სძენს.

COLMO Evolution 2.0 სერია გამოირჩევა დახვეწილი მეტალის დიზაინითა და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულს, პერსონალიზებულსა და ეფექტურს ხდის.

და ბოლოს, სახლის დასუფთავების ტექნიკის ბრენდი Eureka წარმოგიდგენთ Eureka Floorshine-ის სველი და მშრალი წმენდის მტვერსასრუტების სერიას. მოწყობილობა აერთიანებს 24,000 Pa-ის მძლავრ შეწოვის სისტემას, ინოვაციურ თვითმავალ ტექნოლოგიასა და სრულად განახლებულ თვითწმენდის სისტემას, რაც ყოველდღიურ დასუფთავებას უფრო ეფექტურ, კომფორტულ და ჰიგიენურ პროცესად აქცევს.

Midea მუდმივად ისწრაფვის ლიდერობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარებისკენ და დღეს გლობალური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კომპანიამ ზედიზედ შვიდჯერ დაიკავა პირველი ადგილი გლობალური საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებს შორის.

ბრენდის ლიდერობა დადასტურებულია Euromonitor International-ის სერტიფიკატით, რომლის მიხედვითაც Midea ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია. ამასთან, კომპანია აღიარებულია მსოფლიოში №1 ბრენდად კონდიციონერების, საყოფაცხოვრებო ინვერტორული კონდიციონერების, R290 ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კონდიციონერების, ჰაერის გამწმენდების, მიკროტალღური ღუმლებისა და მცირე ზომის სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიებში. 

IFA 2025-მა ასევე აღნიშნა Midea-სა და საფეხბურთო კლუბ Manchester City-ს გლობალური პარტნიორობის ხუთი წლის იუბილე. ამასთან, კომპანია აფართოებს სპორტულ პარტნიორობებს FC Barcelona-სთან თანამშრომლობით, რაც Midea-ს გლობალურ ბრენდულ სტრატეგიას კიდევ უფრო აძლიერებს და საერთაშორისო აუდიტორიასთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

Midea-ს სტენდის  სტუმრებს შემოთავაზებულ საფეხბურთო გამოწვევაში ჩართვაც შეეძლოთ. სარეცხი მანქანის კარში გატანილი ერთი გოლის სანაცვლოდ, სტუმრები სახალისო პრიზებს იღებდნენ.

 

Midea-ს სტენდი მდებარეობს დარბაზებში 5.1-101a და დარბაზებში 6.1-101a, Messe Berlin, Messedamm 22, 14055 Berlin.