მიქსერი აღჭურვილია 400-ვატიანი მძლავრი ძრავით, აქვს მუშაობის 5 სიჩქარიანი დონე და კომპლექტაციაში მოყვება 3 სხვადასხვა ფუნქციის მქონე საცმი (პირი)
უჟანგავი ფოლადის კორპუსი
მოწყობილობის დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადი, რაც მის ხანგრძლივ, საიმედო მუშაობასა და გამძლეობას უზრუნველყოფს.
მოსახერხებელი და პრაქტიკული
მიქსერის მოხსნადი ნაწილები და აქსესუარები სრულიად უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვისთვის
Food Grade SUS 304 სერტიფიკატი
მიქსერს მინიჭებული აქვს საკვებთან თავსებადი SUS 304 მარკის ფოლადის სერტიფიკატი, რაც მის უმაღლეს ხარისხზე, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და თერმულ მდგრადობაზე მიუთითებს. 304 კლასის უჟანგავი ფოლადი შეიცავს ოპტიმალური რაოდენობის ქრომსა და ნიკელს: ქრომი ქმნის დამცავ ფენას,
რომელიც იცავს ლითონს დაჟანგვისგან, ხოლო ნიკელი მნიშვნელოვნად აძლიერებს კოროზიისადმი მედეგობას — რაც უფრო მაღალია მისი შემცველობა, მით უფრო გამძლეა მოწყობილობა დროთა განმავლობაში.